.img >> .tar.md5

ამ პოსტში მოცემული პატარა ხრიკი დაგეხმარებათ .img ფაილების დაინსტალირებაში თქვენს ოდინთან თავსებად მოწყობილობაზე. საქმე იმაშია, რომ თუ ქარხნული 'პრაშივკის' ჩანაცვლებას გადაწყვეტთ ან უბრალოდ მესამეული recovery სკრიპტი დაგჭირდათ ხშირად მას .img გაფართოებით იღებთ, რაც სამსუნგის შემთხვევაში არაფერში არ გამოგადგებათ.

ზოგმა შეიძლება თქვას, რომ არსებობს აპლიკაცია ROM Manager  და ეგრევე ჩართული სისტემიდან შეგიძლიათ recovery-ს დაყენება და ამდენი ჩალიჩი საჭირო არაა, რაც მართალია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს მეთოდი არ ამართლებს. მე ერთერთი მათგანი ვარ, ვისაც არ გამოადგა ROM Manager და ამიტომ გადავწყვიტე უკეთესი გზა მეპოვა. ხოდა ვიპოვე კიდეც.



ეს ის ნაპოვნი უკეთესი გზა არაა, მაგრამ ესეც გამოდგება.

სანამ დავიწყებზე გაგაფრთხილებთ, რომ ამ ინსტრუქციის გამოყენების შედეგად ან უკვე .tar.md5 პორმატში გადაყვენილი ფაილის და-flash-ვის შემდეგ თქვენი მოწყობილობის ან სისტემის დაზიანების შემთხვევაში მე პასუხს არ ვაგებ!


  • დაგჭირდებათ ლინუქს სისტემა ან LiveCD (თუნდაც *ბუნტუ);
  • დაგჭირდებათ .img ფაილი.
ვთქვათ, რომ გვაქვს recovery სკრიპტი, სახელად - recovery.img . გადავალთ დირექტორიაში, რომელშიც ეს ფაილია მოთავსებული და ტერმინალიდან გავუშვებთ ბრძანებას:

$~> tar -H ustar -c recovery.img > recovery.tar

და შემდეგ მიღებული .tar ფაილს გადავიყვანთ .tar.md5 -ში:

$~> md5sum -t recovery.tar >> recovery.tar
$~> mv recovery.tar recovery.tar.md5

სულ ესაა. :)

Comments