ეს root რა უბედურებაა?
საერთოდ ანდროიდი ლინუქსიდან მოდის. ლინუქს სისტემაზე root მომხმარებელს აქვს უფლება შეასრულოს ნებისმიერი ტიპის დავალება (ყველაზე მარტივად რომ გითხრათ იგივე გამოდის რაც Administrator ანგარიში ვინდოუსზე), რის გამოც მას ვიყენებთ მხოლოდ ადმინისტრაციული სამუშაოების ჩასატარებლად (რაშიც შედის სისტემურ დირექტორიებში მოთავსებული კონფიგურაციის ფაილების მოდიფიკაცია, პაკეტების წაშლა/დაინსტალირება და ა.შ.). ყოველდღიური დავალებების შესასრულებლად, მაგალითად ინტერნეტში საქექად ან მუსიკის მოსასმენად, ვიყენებთ ჩვეულებრივ ანგარიშს, რომელსაც არ აქვს წვდომა მნიშვნელოვან სისტემურ დირექტორიებთან და მათში შემევალ ფაილებთან.
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა:
თუ root ანგარიშით შემიძლია ყველაფრის გაკეთება მაშინ სხვა უფლება შეზღუდული ანგარიში რაღაში მჭირდება?
პასუხი ამ კითხვაზე მარტივია: თქვენივე უსაფრთხოებისთვის.
საქმე იმაშია, რომ root მომხმარებელით სარგებლობისას თქვენ უპრობლემოდ წაშალოთ/ჩაწეროთ/შეცვალოთ ნებისმიერი პროგრამა ან პარამეტრი ან რაიმე სისტემური ფაილი. ამისათვის პაროლის შეყვანაც კი არ მოგეთხოვებათ. თან თუ მარტო root ანგარიში ექნებოდა ყველას მაშინ ზოგი ალბათ root პაროლსაც არ დააყენებდა და დაიწყებოდა სისტემების მასიური დაfuckupება მარტივი მავნე პროგრამების საშუალებით.
ეს კარგი და ანდროიდი?
ანდროიდზეც ფაქტიურად ასეა საქმე. გაქვთ ერთი ანგარიში, რომლითაც აკეთებთ ყველაფერს(ყველაფერში არ ვგულისხმობ სისტემური ფაილების შეცვლას). ოღონდ ერთი განსხვავებაა: ქარხნულ 'პრაშივკაზე' საერთოდ არ გაქვთ საშუალება გამოიყენოთ root მომხმარებლის უფლებები, რის გამოც სისტემას 'ვტეხავთ' რაიმე მეთოდის საშუალებით. 'გატეხვაში' იმას ვგულისხმობ, რომ რომელიმე პროგრამის საშუალებით სისტემაში ვა-inject-ებთ სავით რამე პროგრამას, რომელიც გაააქრიურებს root-ს. ამ დროს ქარხნულ Recovery-ს (ზოგჯერ bootloader-საც) ვანაცვლებთ არაქარხნულით. (ამ პროცესზე უფრო ზუსტად და დაწვრილებით შემდეგ პოსტებში)
და მაინც რაში მჭირდება და-root-ვა?
რაში და შეგეძლებათ:
მოკლედ, შეგეძლებათ სისტემის სრულად მართვა, რაც კარგია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე უარყოფითი არ მოჰყვება ამ ყველაფერს. ნუ, ეგ უკვე შემდეგი პოსტის თემაა.
;)
და მაინც რაში მჭირდება და-root-ვა?
რაში და შეგეძლებათ:
- შეცვალოთ 'პრაშივკა', დააყენოთ ანდროიდის უახლესი ვერსია(რათქმაუნდა თქვენს მოწყობილობასთან თავსებადი), რამაც შეიძლება გაზარდოს თქვენი მოწყობილობის წარმადობა;
- გამოიყენოთ აპლიკაციები, რომლებსაც ჭირდებათ root უფლებები (მაგ.: Titanium Backup თქვენი აპლიკაციების სარეზერვო ასლის შესაქმნელად);
- ზოგი პროგრამის წაშლა. (მაგალითად სამსუნგი რომ თხრის რაღაც პაკეტებს თავის 'პრაშივკაში' (მაგ.:ChatON), რომლების წაშლაც დაუ-root-ავ მოწყობილობაზე შეუძლებელია);
- შეცვალო კერნელი(ბირთვი), რითიც გააუმჯობესებთ სისტემის რომელიმე მაჩვენებელს, მაგალითად წარმადობას ან ენერგომოხმარებას;
- შეცვალოთ პროცესორის მუშაობის სიხშირე, მისი მმართველი(CPU Governor) და ასევე I/O scheduler, რაც ასევე იმოქმედებს მოწყობილობის წარმადობასა და ენერგომოხმარებაზე.
მოკლედ, შეგეძლებათ სისტემის სრულად მართვა, რაც კარგია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე უარყოფითი არ მოჰყვება ამ ყველაფერს. ნუ, ეგ უკვე შემდეგი პოსტის თემაა.
;)
Comments
Post a Comment