ვაგრძელებ პოსტების სერიას root უფლებების მოპოვების შესახებ ანდროიდ მოწყობილობებზე. ამ ნაწილში განვიხილავ უარყოფით მხარეებს.
პირველ ნაწილში გითხარით რამდენიმე მიზეზი რატომაც ღირს root უფლებების მოპოვება ანდროიდ მოწყობილობაზე. ახლა კი, მოდი უარყოფით მხარეზე გეტყვით. ამ პოსტს იმისთვის ვწერ, რომ კარგად დაფიქრდეთ მართლა გჭირდებათ თუ არა თქვენი მოწყობილობის და-root-ვა და არა იმიტომ რომ შეგაშინოთ.
- პროცედურის არასწორად შესრულების შემთხვევაში შეიძლება მოწყობილობა გამოსაყენებლად უვარგისი გახდეს, ამიტომ ეცადეთ იპოვოთ გზა, რომელიც ბევრმა ცადა და დადებითი შედეგი მიიღო;
- დაემშვიდობებით მწარმოებლის ან მაღაზიის გარანტიას მოწყობილობაზე. რათქმაუნდა მოწყობილობის ქარხნულ მდგომარეობაში დაბრუნება შესაძლებელია. მაგალითად Samsung-ის დივაისები შეგიძლიათ ქარხნულ 'პრაშივკაზე' დააბრუნოთ და შემდეგ გამოიყენოთ Triangle Away, რომელიც Flash counter-ს გაანულებს. (სამწუხაროდ სხვაგან როგორ ხდება არ ვიცი.);
- აღარ მიიღებთ ოფიციალური, ქარხნული 'პრაშივკის' განახლებებს. რაც ასევე გამოსწორებადია, root-ის მოხსნით;
- მეტი რისკია სისტემის 'დავირუსების', იმ შემთხვევაში თუ რამე უცნობ პროგრამას მივანიჭებს root უფლებებს.
;)
ეს ძალიან კარგი მაგრამ ბევრად კარგი იქნება რამე ტუტორიალს თუ გააკეთებ რომელიმე დივაისის დარუთვაზე :)
ReplyDelete