CF-Auto-Root

ამ პოსტში განვიხილავ დარუთვის ერთ-ერთ მეთოდს - CF-Auto-Root, რომელიც ძირითადად განკუთვნილია სამსუნგის მოწყობილობებისათვის.






სანამ დავიწყებდე, გირჩევთ წინა ორი პოსტი წაიკითხოთ (ნაწ. I და ნაწ. II), რათა დარწმუნდეთ რომ მართლა გჭირდებათ root პრივილეგიები. გაგაფრთხილებთ, რომ მე არანაირ პასუხს არ ვაგებ თქვენი მოწყობილობის რამენაირი დაზიანების შემთხვევაში! გეტყვით იმასაც, რომ გარანტია გაგიუქმდებათ და თან თუ თქვენი მოწყობილობაზე არსებული ფაილები დაშიფრულია, მათ დაკარგავთ, ამიტომ სანამ დაიწყებდეთ გააკეთეთ სარეზერვო ასლი.


მოდი ჯერ განვმარტავ რამდენიმე რაღაცას რაც შეგხვდებათ ამ პოსტში და თვითონ პროცესის მსვლელობისას.



რა არის CF-Auto-Root?

CF-Auto-Root პროგრამაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოწყობილობაზე მოიპოვოთ root პრივილეგიები ზედმეტი ჩალიჩის გარეშე. იგი განკუთვნილია სამსუნგის ქარხნულ პროგრამულ პაკეტთან ერთად მუშაობისთვის. პროცესი ავტომატიზირებულია, ანუ სკრიპტი თვითონ აგენერირებს კერნელს, რომელშიც გააქტიურებულია root, აინსტალირებს SuperSU-ს, რათა აპლიკაციებმა შეძლონ root უფლებების მოპოვება.

რა არის ODIN?

ODIN, ორი წვრილთვალა აზიელის (Jeong-Hwan Min და Seung-Bum Kang), SAMSUNG ELECTRONICS CO., LTD.-სთვის დაწერილი პროგრამაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მობილურ მოწყობილობაზე დავფლეშოთ მესამეული სისტემა. სწორედ ამ ხელსაწყოს გამოვიყენებთ CF-Auto-Root-ის დასაფლეშად.


რა არის Flash Counter?

სამსუნგის მიერ შექმნილი რაღაცა რაც ითვლის რამდენჯერ შეცვალეთ 'პრაშივკა' მოწყობილობაზე. (განულება შესაძლებელია)

რა არის KNOX?

სამსუნგის დაცვითი სისტემაა.






კარგი, მოდით საქმეზე გადავდეთ. პირველ რიგში დაგჭირდებათ მოწყობილობის მოდელი, რომელიც შეგიძლიათ გაიგოთ აქედან: Settings>>About phone>Model number. შემდეგ თქვენს მოდელს მოძებნით ამ სიაში და გადმოწერთ მისთვის განკუთვნილ ფაილებს.


ODIN-ით დაფლეშვადი მოწყობილობებისათვის:

ყოველ გადმოწერილ არქივში შედის .tar.md5 გაფართოების ფაილი, რომელიც შეგიძლიათ დაფლეშოთ ODIN-ით როგორც PDA.

მოწყობილობა გადაიყვანეთ Download mode-ში. ამისათვის უნდა გათიშოთ იგი და ერთდროულად დააჭიროთ VolDown+Home+Power ღილაკებს (გეჭიროთ მანამ, სანამ სამსუნგის ლოგოს არ დაინახავთ ეკრანზე). შემდეგ გაუშვით Odin3-v1.85.exe(რომელიც შედის გადმოწერილ არქივში), გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ PDA ღილაკს და აირჩიეთ აი ის .tar.md5 მანამდე რომ ვახსენე და დააჭირეთ ღილაკს Start. 

ამ დროს თქვენს მოწყობილობაზე დაყენდება შეცვლილი recovery და დაფორმატდება cache პარტიცია, რის შემდეგაც დაინსტალირდება მხოლოდ SuperSU ისევ გასუფთავდება cache პარტიცია, რის შემდეგაც სისტემაზე დაყენდება ქარხნული recovery.

წესით ამ ყველაფერს დიდი დრო არ უნდა დაჭირდეს. როცა მოწყობიობა დარესტარტდება და ეკრანზე სამსუნგის ლოგო გამოჩნდება შეგიძლიათ გამოაერთოთ კომპიუტერიდან. თუ გინდათ გადაამოწმოთ მართლა გააქტიურდა თუ არა root,Play Store-დან დააინსტალირეთ Root Checker, შემდეგ გაუშვით პროგრამა და დააჭირეთ ღილაკს Verify Root, მიეცით საშუალება პროგრამას გამოიყენოს Root პრივილეგიები და წესით უნდა დაგიწეროთ: Congratulations! This device has root access! ანუ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და თქვენ გაქვთ დარუთული ანდროიდ მოწყობილობა.


Fastboot-ით დაფლეშვადი მოწყობილობებისათვის:

ყველა არქივი შეიცავს .img გაფართოების ფაილს, რომლის დაფლეშვაც შეგიძლიათ Fastboot-ით.

პირველ რიგში, გადაივანეთ მოწყობილობა Fastboot რეჟიმში(გათიშეთ დივაისი და ერთდროულად დააჭირეთ VolUp+VolDown+Power ღილაკებს) და შემდეგ გაუშვით თქვენი საოპერაციო სისტემისთვის განკუთვნილი სკრიპტი. ლინუქსზე და Mac OS-ზე სკრიპტის გაშვებამდე ჯობია გაუშვათ ტერმინალიდან

chmod +x root-linux/mac.sh

რათა სკრიპტი გახდეს გაშვებადი.
სკრიპტს რომ გაუშვებთ, თქვენი მოწყობილობის bootloader-ი გაიხსნება, რაც აუცილებელია root უფლებების მოსაპოვებლად(შეიძლება დაკარგოთ ფაილები ამიტომ აუცილებლად გქონდეთ ასლი გაკეთებული), შემდეგ ჩაიტვირთება ის არქივში არსებული .img ფაილი და დაინსტალირდება SuperSU, რის შემდეგაც მოწყობილობა დარესტარტდება და ჩაიტვირთება ანდროიდი.


ზოგი მოწყობილობის bootloader-ის გასახსნელად საჭიროა მწარმოებლის მიერ შექმნილი ხელსაწყო, რომელიც უნდა გამოიყენოთ სანამ დარუთავთ.





ამ პოსტის დასაწერად გამოვიყენე:

  1. CF-Auto-Root Repository

Comments