რა არის TRK (Trinity Rescue Kit)?

გუშინ ვფიქრობდი რაზე დამეწერა პოსტი და უცებ TRK გამახსენდა. თუ გაინტერესებს ეს რა ჯანდაბაა მაშინ Read more!









Trinity Rescue Kit იგივე TRK, ერთერთი უფასო გნუ/ლინუქს დისტრიბუციაა. იგი განკუთვნილია ვინდოუზის ინსტალაციის შესაკეთებლად და გადასარჩენად, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა გნუ/ლინუქს სისტემის დიაგნოსტიკისთვისაც. დისტრიბუციას 3.4 ვერსიიდან გააჩნია ადვილი ინტერფეისი, ანუ თუ იცი ისრიანი ღილაკების გამოყენება და ცოტა ინგლისური თავისუფლად შეძლებ კომპის დიაგნოსტირებას. დისტრიბუცია შეიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის საშუალებითაც შეგიძლია გააკეთო ყველაფერი დაწყებული ვინდოუზის პაროლის გაუქმებით/შეცვლით დამთავრებული ვირუსებისგან გასუფთავებით. კალოჩე, უძლიერესი ვეშჩია რა.
ყველაფერი დაიწყო 2001 წელს. მაშინ როცა TRK-ს ავტორმა შექმნა DOS-ზე დაფუძნებული, ჩამტვირთავი დისკი, რომელიც იგივე მიზანს ემსახურებოდა. საქმე იმაში იყო, რომ 90% პროგრამული უზრულველყოფისა რომელიც შედიოდა დისკში იყო ფასიანი. ხოდა იმ ტიპმაც გადაწყვიტა გაეკეთებინა უფასო, ჩამტვირთავი გნუ/ლინუქს დისტრო. ასე შეიქმნა TRK.


რისი გაკეთება შეგიძლიათ TRK-თი დღეს?


TRK შეგიძლიათ ჩატვირთოთ 3 სხვადასხვა გზით:
  1. როგორც ჩამთვირთავი CD, რომლის შესაქმნელადაც უბრალოდ უნდა ჩაწეროთ .iso იმიჯი დისკზე ან თუ ვინდოუზზე ხართ მაშინ არსებობს პროგრამა, რომელიც ყველაფერს თვითონ იზამს.
  2. USB ინფორმაციის მატარებლიდან.
  3. ქსელურად PXE-ს საშუალებით

ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცეები:

  1. შეგიძლიათ ადვილად მოხსნათ პაროლი ვინდოუზს, გაუმჯობესებული winpass ხელსაწყოს საშუალებით.
  2. ადვილი ინტერფეისი
  3. 5 სხვადასხვა ანტივირუსი, ვირუსული ბაზების განახლების საშუალებით.
  4. NTFS ფაილური სისტემის სრული მხარდაჭერა, ntfs-3g-ს საშუალებით.
  5. winclean ხელსაწყო ვინდის ინსტალაციის ნაგვისგან გასასუფთავებლად.
  6. შესაძლებელია კლონის გაკეთება multicast-ის საშუალებით.
  7. pi - ხელსაწყო ბექაფისთვის.
  8. სკრიპტი პარტიციების საპოვნელად და დასამონტაჟებლად.
  9. სისტემას შეუძლია საკუთარი თავის განახლება (ვირულუსი ბაზებიც ითვლება).
  10. proxyserver-ის სრული მხარდაჭერა.
  11. სისტემიდან შეგიძლიათ გაუშვათ samba თუ გინდათ ვინდოუზის მომხმარებლებს ფაილები დაუშეაროთ.
  12. გაქვს ssh სერვერის გაშვების საშუალება.
  13. შეგიძლიათ წაშლილი ფაილების და დაზიანებული პარტიციების აღდგენა.
  14. კლავიშების განლაგება კლავიატურაზე შეგიძლიათ შეცვალოთ მოსახერხებელი მენიუდან ჩართვისას.
  15. 2 ხელსაწყო rootkit-ების მოსაშორებლად.
ამ ყველაფრის სწავლა შეგიძლიათ დოკუმენტაციიდან. ;)

Comments